,,მართლმადიდებელი ქრისტიანობა და ქართველი მამულიშვილობა ის საკოორდინატო ღერძებია, რომელთა გადაკვეთაზეც მდებარეობს წმინდა ილია მართლის შემოქმედების საჭვრეტი წერტილი. შესაბამისად, „ოთარაანთ ქვრივის“ დისკურსიული კვლევისთვისაც წიგნში მსოფლმხედველობრივი ასპექტია არჩეული. ნაჩვენებია, რომ ეს არის ავტორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის, პერსონაჟთა სახეებისა და მხატვრული სისტემის ერთადერთი გასაღები. წარმოდგენილია არაერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელთა შესახებაც სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს. მათ ასახსნელად მოხმობილია ავტორის ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებები და პუბლიცისტური ნააზრევი".