წინამდებარე ნაშრომში სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციების, სისხლის სამართლის კანონმდებლობის, სხვა სამართლებრივი დოკუმენტების, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, საზოგადოებრივი აზრის, პრესის მასალების, საერთაშორისო და რეგიონული კონვენციების, იურიდიული და პოლიტოლოგიური ლიტერატურის გამოყენებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია კორუფციის, როგორც თანამდებობრივი დანაშაულის დედაარსი, მისი მრავალსახეობა და მახასიათებლები, გაანალიზებულია კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული პრობლემები. ცალკე თავად და ორ პარაგრაფადაა გამოყოფილი კორუფცია საქართველოში და მოცემულია ცდა დახასიათებული იქნეს კორუფციის ქართული ფენომენი.