წინამდებარე სანოტო კრებული წარმოადგენს ქართული ხალხური მუსიკის დიდი მოამაგის, გასული საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახელმოხვეჭილი სახალხო ლოტბარისა და მუსიკალური მოღვაწის, ხალხური საგუნდო ხელოვნების დიდი ოსტატისა და ამ საქმის თავდაუზოგავი ენთუზიასტის ავქსენტი მეგრელიძის (1877-1953) მიერ გურიასა და საქართველოს სხვა კუთხეებში სხვადასხვა დროს ჩაწერილი, ნოტირებული თუ დამუშავებული ხალხური სიმღერების ალბომს.