,,ნაშრომში ინდივიდის პრობლემა განხილულია საწინააღმდეგო მსოფლმხედველობრივ პოზიციებზე მდგომ მოაზროვნეებთან = ეგზისტენციალიზმის წინამორბედ, რელიგიურ ფილოსოფოს ს. კირკეგორსა და სიცოცხლის ფილოსოფიის ფუძემდებელ ფ. ნიცშესთან. გაანალიზებულია ტრადიციული, რაციონალისტური ფილოსოფიისადმი ზურგშექცეულ ამ მოაზროვნეთა ძიების ძნელი გზა. ადამიანის უზრუნველსაყოფად მსოფლმხედველობრივი საყრდენ-ორიენტირით „პირვანდელი ქრისტიანობის“ აღდგენის ცდა ს. კირკეგორთან და „ღმერთის სიკვდილის“ შემდეგ ზეკაცისაკენ მიმავალ გზაზე მითითება ფ. ნიცშესთან. ნაჩვენებია, რომ, მიუხედავად ტიტანური ძალისხმევისა, ეს მოაზროვნენი ვერ ახერხებენ ამ ძნელი ამოცანის გადაწყვეტას და რომ მათ ნააზრევი ეპოქის უმძიმესი მსოფლმხედველობრივი კრიზისის თვითცნობიერებაა".