ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ვარლამ ჩერქეზიშვილის ინგლისური დღიურები

გამოცემის წელი2010
გამომცემლობაუნივერსალი
რედაქტორიმზია ქათამაძე

,,ერთი შეხედვით, ანარქისტული მსოფლმხედველობის იდეოლოგი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, პირველ რიგში აყენებდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს, რითაც უპირისპირდებოდა ქართველ სოციალ-დემოკრატების იმ ფრთას, რომლებიც არ ცნობდნენ ნაციონალურ თავისუფლებას. რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისთვის მებრძოლი, იგი არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს და მისთვის სამსახური უმაღლეს მოვალეობად მიაჩნდა. თუ ამას მისი ერის ინტერესები მოითხოვდა, იგი არალეგალურადაც ჩადიოდა საქართველოში; დიდად მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს; ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლად წერდა საქართველოს, მისი პოლიტიკური ყოფის შესახებ. ქართველი ანარქისტი, კაცი, რომელიც თითქოსდა მწყრალად უნდა ყოფილიყო სულიერებასთან, კირიონ II–ის მხარდამხარ იბრძოდა ავტოკეფალიის აღსადგენად".