წიგნში მოცემულია ყოველდღიური, მეცნიერული და მხატვრული მეტყველების ექსპერიმენტული შესწავლის შედეგები. კრიტიკულად განხილულია როგორც ინტროსპექციული ფსიქოლოგიიდან წამოსული თეორიები, რომელთა მიხედვითაც მეტყველება არის ცნობიერების შინაარსით განსაზღვრული პროცესი, ასევე მეტყველების ბიჰევიორისტული თეორიები, რომელთათვისაც ენობრივი ნიშანი არის მხოლოდ რეაქციის გამომწვევი სიგნალი.