მიმომხილველში იბეჭდება მასალები ისტორიულ და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დარგებიდან ფსიქოლოგიიდან. კრებულის მიზანია სამეცნიერო ლიტერატურის (ძირითადად უცხოურის) შესახებ წერილების, რეცენზიების და ანოტაციების გამოქვეყნება. კრებულში იბეჭდება საინტერესო სამეცნიერო სტატიებისა თუ წიგნების თარგმანები, ქვეყნდება ახალი სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია და ცნობები მეცნიერების სიახლეთა შესახებ. კრებულში მოთავსებულ ყველა წერილსა და რეცენზიას ერთვის რეზიუმე რუსულსა და ერთ-ერთ ევროპულ (ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ) ენაზე. ცალკე განყოფილება ეთმობა ანოტაციებს, მიმოხილვით წერილებს, რეზიუმეებს ქართული სამეცნიერო ლიტერატურის შესახებ. კრებულის გამოცემაში მონაწილეობენ პროფესორ-მასწავლებლები, ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკები, ასპირანტები, სტუდენტები.