,,მეცხვარეები თხრობის იშვიათი ოსტატები არიან, თხრობისაც და მოსმენისაც (ორივე თანაბრად ღვთივმომადლებული ნიჭი მგონია). საკვირველი კია: კაცი, რომელიც თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს მარტოობაში, უბრად ატარებს, მშვენიერი მოსაუბრეა. ერთი დროა და... თითქმის ყოველთვის ასე იწყებს მეცხვარე საუბარს. დაიწყებს და გიამბობს ამბავს, რომელიც ხატოვანებით, გარემოსა და მოვლენების ხედვითა და გადმოცემით, ზოგჯერ მსუბუქი იუმორითაც, მართლაც, სასიამოვნო მოსასმენია. აქ წარმოდგენილი ჩანაწერების უმეტესობა მეცხვარეთაგან მაქვს გაგონილი და, ჩემი მეხსიერების შესაძლებლობის კვალობაზე, გადმოტანილი ქაღალდზე. მე მათ ნოველებს ვეძახი. თქვენ რას დაარქმევთ, თქვენი საქმეა. ერთში არ მეპარება ეჭვი: დღე და ღამ ველად, ბუნების პირისპირ მაცხოვრებელი კაცის თავგადასავალი საინტერესო უნდა იყოს წასაკითხადაც და მოსასმენადაც. ავტორები, ცხადია, მეცხვარეები არიან, მე, გნებავთ, მათ რედაქტორად მიმიჩნიეთ" – გიორგი ცოცანიძე.