ნაშრომში წარმოდგენილია უმუშევრობის, როგორც მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური კატეგორიის, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენის და ფენომენის, სიღრმისეული კვლევა; განხილულია სამუშაო ძალის, უმუშევრობის აღრიცხვის მეთოდოლოგიური საფუძვლები და მისი ძირითადი ფორმები საქართველოში; შეფასებულია უმუშევრობის ბუნებრივი დონე და მასზე მოქმედი ფაქტორები; გაანალიზებულია უმუშევრობისა და სიღარიბის თანამედროვე მდგომარეობა; შესწავლილია უმუშევრობის გავლენა შრომით მიგრაციასა და შრომის ბაზრის არაფორმალურ სექტორზე. ნაშრომის დასკვნით ნაწილში შეფასებულია უმუშევრობით გამოწვეული ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგები საქართველოში.