წინამდებარე ნაშრომის მიზანია, გზისმკვლევის ფუნქცია იკისროს „მეტაფორის ლაბირინთში“. წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება მეტაფორის ცნების განმარტებას, მის მიმართებას სხვა ტროპებთან და მეტყველების ფიგურებთან. წარმოდგენილია ქართული საილუსტრაციო მასალაც. მეორე ნაწილში განხილულია მეტაფორის თეორიები.