წიგნში პირველად ქვეყნდება „ვეფხისტყაოსნის“ ვრცელი რედაქციის რუსული თარგმანი, რომელიც არჩილ ხალვაშს ეკუთვნის. გამოცემაში წარმოდგენილი 2230 სტროფიდან რუსთველოლოგები ავტორისეულად მხოლოდ 1673 სტროფს მიიჩნევენ, პოემის დანარჩენ ნაწილს კი განაკუთვნებენ ჩანართ და დანართ პლასტებს. ახალ რუსულ თარგმანს ახლავს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული დედანი, რომელშიც ინტერპოლაციებისა და გაგრძელებების კრიტიკული ტექსტი დადგენილია მთარგმნელის მიერ.