წიგნი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ახალი ქართული ეთნოგრაფიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ალექსი რობაქიძის დაბადებიდან 100 წლისთავის საიუბილეო თარიღისადმი არის მიძღვნილი. მკითხველი ალექსი რობაქიძის მდიდარი პროფესიონალიზმით, სამშობლოსადმი ერთგულებითა და უანგარო თავდადებით აღსავსე ცხოვრებას ახალი კუთხით გაეცნობა.