ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

"ვეფხისტყაოსნის" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაცია

გამოცემის წელი2003
გამომცემლობა

,,ავტორი მიზნად ისახავს მონოგრაფიულად შეისწავლოს “ვეფხისტყაოსნის" ცნებები, რომლებიც პიროვნების “სისრულის” და “იწროება-ნაკლულობის” იდეის შემცველნი არიან და ხელი შეუწყოს სწორ ტექსტოლოგიურ კვლევა-ძიებას ამ მიმართულებით, წარმოაჩინოს ის მსოფლმხედველობრივი საფუძვლები, რომლებიც პიროვნების, როგორც ახალი ეპოქის ადამიანის, შინაბუნების თვისებებს გამოხატავენ. ნაშრომის მიზანია ეს ცნებები წარმოაჩინოს სისტემურ სიტყვათველში და აჩვენოს მთელი რიგი სინონიმები რომლებიც ერთიანი იდეის მატარებელნი არიან; დაასაბუთოს რუსთაველის მიერ დახატული ადამიანის შინაბუნების კავშირი ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან; ამ ცნებებთან მიმართებით გაიაზროს პოემის ავტორის მიერ აღწერილი რაინდული საზოგადოების ნიშან-თვისებები: გაანალიზოს ზოგიერთი მსოფლმხედველობრივი ცნება რომლებიც “ვეფხისტყაოსნის” ძირითადი იდეის უკეთ წარმოჩენას ემსახურებიან ახალი ფერებით გამოკვეთენ “სრული” პიროვნების ნიშნებს თავისი ადამიანური სისუსტეებით (“იწროება-ნაკლულობით”). ნაშრომის მიზანია აგრეთვე წარმოაჩინოს თავისუფალი პიროვნების განმსაზღვრელი ნიშნები პოემაში".