წინამდებარე გამოცემა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, თანამედროვე შუმეროლოგიისა და ურარტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სხვადასხვა დროს თბილისის, ბრიუსელის და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორის, ცნობილი პუბლიცისტის, ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის (1878-1965) ცხოვრებასა და მოღვაწეობას.