,,1957 წლის 15 ივნისს დაიწყო საბჭოთა ტურისტების მორიგი მოგზაურობა ევროპის გარშემო თბომავლით „გრუზია“, ამ შესანიშნავ მოგზაურობაში მონაწილეობდა 800-მდე რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, ქართველი, ლიტველი, ესტონელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვ. სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანი. ჩვენი მოგზაურობის მიზანი იყო უცხოეთის ქვეყნების ნახვა, მათი ცხოვრების, ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლების, ხელოვნების შედევრების გაცნობა" – ილია ტაბაღუა.