,,ჟურნალში წარმოდგენილია ორი ქვეყნის – საქართველოსა და ბულგარეთის – ლიტერატურულ-კვლევით ცენტრებში მომზადებული მასალა. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ბულგარული ლიტერატურის ინსტიტუტს ერთმანეთთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში არაერთი სასემინარო, საკონფერენციო თუ საგამომცემლო აქტივობა განხორციელდა. ამ მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობის კიდევ ერთი, საყურადღებო შედეგია ჟურნალ „სჯანი"-ს ნომერი, გამორჩეული ავტორთა ინტერნაციონალური შემადგენლობითა და მასშტაბური ფილოლოგიური თემატიკით" – ირმა რატიანი.