ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

პავლე შენგელია : სასიქადულო მამულიშვილი

ნაშრომი ეძღვნება ქართული ჰიდროენერგეტიკული სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლის და მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ღვაწლმოსილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პავლე შენგელიას ხსოვნას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჰიდროენერგეტიკის განვითარების საქმეში საქართველოში. მის სახელთანაა დაკავშირებული მთელი რიგი ჰიდროელექტროსადგურების დაპროექტება და მშენებლობა რესპუბლიკაში. მოგონებებში მისი ყოფილი თანამშრომლები, კოლეგები, მოწაფეები და ახლობლები იგონებენ პავლე შენგელიას დიდ პროფესიონალიზმს, ერუდიციას, ინტელიგენტურობას და გულისხმიერებას ადამიანების მიმართ.