ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ბიომეტრიული კომპიუტერული სისტემების აგების ტექნოლოგია მრავალფუნქციურობის პრინციპების გამოყენებით

ნაშრომის პირველ თავში განხილულია ბიომეტრიული ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პრინციპები. მეორე თავში მოკლედაა განხილული ავტორების მიერ ციფრული სისტემებისათვის შემუშავებული მოდიფიცირებული მრავალფუნქციურობის პრინციპები. მესამე თავში შემოთავაზებულია ბიომეტრიული სისტემების აგების მეთოდოლოგია სასწავლო დაწესებულებისათვის, კერძოდ კი პედაგოგთა ბიომეტრიული რეგისტრირებისათვის. მეოთხე თავში წარმოდგენილია სასწავლო დაწესებულებაში სტუდენტთა (მოსწავლეთა) ბიომეტრიული რეგისტრირების და აღრიცხვის სისტემების აგების მეთოდოლოგია. მეხუთე თავი ეძღვნება „პედაგოგთა ბიომეტრიული რეგისტრაციის სისტემის“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელების საკითხებს. მეექვსე თავში განხილულია „ლოკალური ბიომეტრიული საარჩევნო სისტემა“, რომელიც რეალიზებულია ფაკულტეტის დეკანის არჩევნების მაგალითზე. მეშვიდე თავში განხილულია „სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა“.