თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონის პირველ ნაკვეთში წარმოდგენილია ქართული ენის სამი დარგობრივი კლასის: არაცოცხალი ბუნების, მცენარეებისა და ცხოველების ამსახველი ლექსიკის იდეოგრაფიული დახასიათება. გამოყოფილია ამ კლასებში შემავალ სიტყვათა მნიშვნელობების ძირითადი ჯგუფები და ქვეჯგუფები. ნაშრომს უძღვის თეორიული შესავალი, სადაც მოცემულია იდეოგრაფიული ლექსიკონის შედგენის მეთოდოლოგიური საფუძვლები. ლექსიკონს დართული აქვს გაანალიზებულ და თემატურად დალაგებულ სიტყვათა ანბანური საძიებელი.