წიგნში განხილულია აკაკი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ამაგი ქართული ლიტერატურისა და, საერთოდ, ქართველი ხალხის წინაშე (ავტორი – პროფ. ლადო მინაშვილი). ცალკე თავი ეძღვნება უკრაინაში აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას, უკრაინული ლიტერატურის უდიდეს წარმომადგენელთან - ტარას შევჩენკოსთან მის შეხვედრა-საუბარს, ქართველი მგოსნის სიყვარულსა და პატივისცემას უკრაინელი კობზარის მიმართ (ავტორი – პროფ. ოთარ ბაქანიძე).