წინამდებარე წიგნის „გალი და გალელები“ მიზანია მკითხველს მიაწოდოს ენციკლოპედიური ცნობები იმ ადამიანების (რომელთა უმრავლესობა გალის რაიონშია დაბადებული, ნაწილი მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ წარმოშობით ამ რეგიონის შვილები არიან) მიერ განვლილ გზაზე, რომლებმაც ღირსეულთა შორის გამორჩეული ადგილი დაიკავეს საზოგადოებაში, სახელი გაითქვეს საქართველოში და საზღვარგარეთ.