,,წიგნში ქვეყნდება დავით და იოანე ბაგრატიონების სალექსიკონო მასალები. ისინი ამოკრებილია საბას „სიტყვის კონის“ სხვადასხვა ნუსხიდან. გამოკვლევაში დადგენილია დავით ბაგრატიონის ლექსიკოგრაფიული მოღვაწეობის სამი ეტაპი და დახასიათებულია თითოეული მათგანი; დაძებნილია წყაროები, რომლებითაც იგი სარგებლობდა, ნაჩვენებია დავითის მათდამი დამოკიდებულება. იოანე ბაგრატიონის მრავალმხრივი ლექსიკოგრაფიული ნაღვაწიდან წიგნში წარმოდგენილია მხოლოდ ,,ქართული ლექსიკონის“ შემვსები მასალა. განხილულია რუსეთის აკადემიის ლექსიკონის (1789 – 1794 წწ.) თარგმანის სამი რედაქცია და ის თავისებურებანი, რომელნიც იოანეს შეჰქონდა ქართულ თარგმანში".