ნაშრომში შესწავლილია მძლავრი სოციალური და ეროვნული მოძრაობის ამსახველი პროცესები სამხრეთ – დასავლეთ საქართველოში 1900-1921 წლებში. ახალი საარქივო მასალების მეცნიერულ ბრუნვაში შემოტანით წარმოჩენილია სოციალური და ეროვნული მოძრაობის განვითარებაში ბათუმის ოლქის ახალი სტატუსის მნიშვნელობა. შესწავლილია მთავრობის მიერ არასაიმედოდ მიჩნეულ პირთა გასახლებისა და ამ მიდამოებში უცხოელთა ჩამოსახლების რეალური მიზეზები. მხილებულია ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის მზაკვრული არსი. შესწავლილია სოციალური და ეროვნული მოძრაობის ძირითადი მიმართულებები 1914-1921 წლებში.