წინამდებარე ნაშრომში შესულია სტატიები, რომლებშიც ბევრი სიახლე და საყურადღებო მოვლენებია აღწერილი. აღნიშნულ სტატიებში საინტერესო მასალაა მოცემული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს წარსულის შესახებ. სტატიებში XIX-XX საუკუნეების მღელვარე და მჩქეფარე ისტორიული მოვლენები. ზოგიერთი პროცესი კი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. სტატიები ეხება სხვადასხვა საკითხებს, კერძოდ ცარიზმის კოლონიურ პოლიტიკას აჭარაში, ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების მეტად ნაყოფიერ საქმიანობას, მეოცე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ბათუმის ოლქში, ბათუმის თვითმმართველობის ისტორიას, ფრანგების მოღვაწეობას ამ მხარეში (ფრანგების საქმიანობა საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობია და მკითხველი ბევრ საინტერესო ამბებს გაიგებს ამასთან დაკავშირებით), გერმანელების ცხოვრებას აჭარაში, 1920-1921 წლების უაღრესად მღელვარე პროცესებს, სამართლებრივ მდგომარეობას აჭარაში ოსმალთა ბატონობის პერიოდში, ანტისაბჭოთა მოძრაობის ბევრ უცნობ ფურცლებს 1922-1924 წლებში, ბათუმში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეების კულტურულ მდგომარეობას და სხვა.