წიგნში თავმოყრილია ავტორის ზოგიერთი წერილი თუ ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნდა ქართულ პრესაში 1987-1999 წლებში. კრებულში შესული სტატიები განსხვავებულ საკითხებს ეძღვნება, თუმცა უმეტესობა საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პროცესს ასახავს. რთული პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების განხილვისას, ავტორი პუბლიცისტურ ფორმას ანიჭებს უპირატესობას, ვინაიდან ამ წერილებს პირველ რიგში, მოსახლეობის ფართო ფენებთან "საუბრის" დატვირთვა გააჩნია.