საერთაშორისო ურთიერთობების თეორია – ქრესტომათია წარმოადგენს ქართულ ენაზე გამოცემულ პირველ კრებულს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ძირითად საკითხებს ეძღვნება. მასში შეტანილი შრომები – სტატიები და ნაწყვეტები ცნობილი წიგნებიდან – მსოფლიოში აღიარებულ(როგორც ადრეულ, ისე თანამედროვე) პოლიტიკურ მეცნიერებს ეკუთვნის.