,,კრებულში შესული ლექსები წლების განმავლობაში ითარგმნებოდა, რისი მიზეზიც უკრაინული პოეზიისადმი ჩემი დიდი სიყვარულია. ეს სიყვარული კი გააჩინა და თანდათან გაამძაფრა ხშირმა და უშუალო კონტაქტებმა უკრაინელ პოეტებთან მას შემდეგ, რაც 2009 წელს პირველად მოვხვდი კიევში, პოეტურ ფესტივალზე „კიევსკიე ლავრი“, რომელზეც, ჩემთვისვე ძალიან მოულოდნელად, ფესტივალის მთავარი პრიზი მომენიჭა" – შოთა იათაშვილი.