ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან

გამოცემის წელი1992
გამომცემლობამეცნიერება

წერილობითი წყაროების, ტოპონიმიური და ეთნოგრაფიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ნაშრომში თანმიმდევრულადაა გაშუქებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ეთნიკური ისტორიისა და ეთნოგეოგრაფიის, არაგვის ხეობაში ლოკალიზებული ტერიტორიული ერთეულების ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნომინაციისა და ტოპონიმთა ეტიმოლოგიის საკითხები. გამოკვლევაში საგანგებოდაა შესწავლილი წერილობით წყაროებში დაცული ცნობები ეთნიკური ისტორიის პრობლემებზე (დვალთა ვინაობა და ოსებთან მათი მიმართება, ჰონთა ლოკალიზაცია, ოსთა ჩამოსახლება-განსახლება) და კრიტიკულადაა შეფასებული სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნული პრობლემების ირგვლივ.