ფრანგი და ირანელი ავტორების თხზულებებით დაინტერესება საქართველოში დიდი ხანია დაიწყო. გამოცემულია როგორც ნაშრომები, ისე გამოკვლევები. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტით მოხდა უცნობი ან სამეცნიერო მიმოქცევაში ნაკლებად შემოსული თხზულებებისა და დოკუმენტების თარგმნა, სამეცნიერო შესწავლა, სისტემატიზაცია, ურთიერთშეჯერება, რაც ასახულია წინამდებარე კრებულში.