ნაშრომში განხილულია ცხინვალის რეგიონის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრება XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუნის ჩათვლით. წინა პლანზე წამოწეულია ცხინვალისა და მის მიმდებარედ არსებული ქართულ-ოსური და ქართულ ებრაული ლიტერატურულ - კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი დეტალები. ყურადღება გამახვილებულია გასული საუკუნის ცხინვალში არსებულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ჟურნალისტური და თეატრალური ცხოვრების საგულისხმო მომენტებზე, კულტურულ ურთიერთობათა იმ ღრმა ტრადიციების ნიუანსებზე, რომლებიც დღეს ერთგვარად საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი.