პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი წლების მანძილზე იკვლევს ცხინვალის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორიას. წინამდებარე შრომა ამ საკითხისადმი მიძღვნილი მორიგი მონოგრაფიაა, რომელშიც განხილულია XX საუკუნის ცხინვალის რეგიონის სასულიერო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები. წინა პლანზე გამოტანილია მღვდელი იროდიონ ოქროპირიძის საინტერესო ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები.