„ისევ მე“ ჯოჯო მოიესის ბესტსელერების, „მე, შენამდე“ და „შენ შემდეგ“, მესამე, დასკვნითი ნაწილია. წარსულის იარების საბოლოოდ მოსაშუშებლად და თავისი გზის დამოუკიდებლად საპოვნელად ლუისა ნიუ-იორკში, მილიონერი წყვილის ოჯახში სამუშაოდ გადადის. ჩვეული გულახდილობით, განუმეორებელი ინგლისური იუმორითა და სევდით გვიყვება სამშობლოდან შორს მყოფი ქალის ტკბილ-მწარე ცხოვრების შესახებ. ამჯერად ლუისა ცდილობს, გაერკვეს, როგორია ცხოვრება არა სხვების, არამედ ნამდვილად თავისი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით.