ნაშრომში გალაკტიონ ტაბიძის სიმბოლურ-ალეგორიული სახეების გაშიფვრით ნაჩვენებია, როგორ ასახა პოეტმა ღმერთის უარმყოფელი ეპოქის ტრაგედიები. მეფისტოფელის საუკუნის კატაკლიზმები ახსნილია ღმერთის გზის უარყოფით. ნაჩვენებია რევოლუციისა და მისი მონაპოვრების შეფასება გალაკტიონის მიერ, გაშიფრულია აპოკალიფსური სახეები, რელიგიურ-პოლიტიკური შინაარსის პარადიგმები. პოეტის მიერ მოვლენები დანახულია როგორც ეროვნული, ისე გლობალური გადასახედიდან. ამ ასპექტით შესწავლილია გალაკტიონის შედევრები. გათვალისწინებულია „შერიგების“, „გადარჩენის“ ცნებებში ნაგულისხმევი რელიგიურ-პატრიოტული ქვეტექსტები. შერჩეულ პრობლემაზე დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ პოეტების მეფეს, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტურ ეპოქაში იცხოვრა, კავშირი არ გაუწყვეტია უზენაეს საწყისებთან, მუდამ ქრისტიანული სამების, ჩვენი ზეციური დედის ერთგული რჩებოდა და თავისი შემოქმედების უპირველეს მისიად რწმენის განმტკიცებას, ხალხისთვის ტაძრისკენ სავალი გზის გაკვლევავს მიიჩნევდა.