„ვეფხისტყაოსნის“ ანთროპოლოგიური შინაარსის ცნებათა ანალიზი ხელს უწყობს პოემაში წარმოდგენილი ახალი ტიპის ადამიანის პრობლემის შესწავლას, ადამიანისა, რომელიც ინდივიდუალური პიროვნების თვისებებითაა აღბეჭდილი. ამ კუთხით შესწავლილი პოემის ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაცია ემსახურება პოემის ძირითადი იდეის – სიკეთის ბოროტებაზე ძლევის გამოკვეთას. ნაშრომში წარმოდგენილ ცნებათა სწორი გააზრება დაკავშირებულია წინარერენესანსული ეპოქის ადამიანის ხასიათების გამოვლენასთან, რაინდული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ასპექტების ჩვენებასთან, რომლის წარმომადგენელნი პიროვნული „სისრულის“ ნიშან-თვისებების მატარებელნი არიან. „ვეფხისტყაოსნის“ ანთროპოლოგიურ ცნებათა ანალიზი ხელს უწყობს პოემის ტექსტოლოგიური სიძნელეების დაძლევას, ნაწარმოების არაერთი ადგილის სწორად გააზრებას.