არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ლინგვისტური და ისტორიული მასალის მონაცემებზე დაყრდნობით წიგნში დახასიათებულია ძვ.წ. III-II ათასწლეულების წინა აზიის ეთნოსები (შუმერები, სემიტები, ინდოევროპელები, კერძოდ, ხეთები, სურიტები და სხვანი), გამოვლენილია ამ ეთნოსთა ენების დამოკიდებულება ქართველურ ენებთან, განხილულია ქართველთა ეთნოგენეზის შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა.