,,შუა საუკუნეების, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპის ისტორია წარმოუდგენელია ჯვაროსნული ლაშქრობების გარეშე. ეს ხომ მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებების ისტორია კი არა, მთელი ეპოქაა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენა გვექმნება როგორც დასავლურ-ევროპული ქრისტიანული საზოგადოების კულტურის, მენტალობის, ცხოვრების წესისა თუ ყოველდღიურობის შესახებ, ისე აღმოსავლური, მუსლიმური ცივილიზაციის თავისებურებებისა და მსოფლაღქმის თაობაზე.
წიგნში მხოლოდ ჯვაროსნული ლაშქრობების მიმდინარეობის უმთავრესი ეტაპები კი არ არის გადმოცემული, არამედ თხრობა სხვადასხვა ტიპის და ეპოქის წყაროებით არის შევსებული, რაც მკითხველის თვალწინ თითქოს აცოცხლებს ჯვაროსნული ომების ისტორიის ყოველდღიურობას. იმ ისტორიისას, რომელმაც, მართალია, ძალადობისა და მსხვერპლის ფასად, მაგრამ, გარკვეულწილად, მაინც შეძლო, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოება".