ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

იოსების ბიბლიური მოთხრობა

გამოცემის წელი1993
გამომცემლობამეცნიერება
რედაქტორიზურაბ კიკნაძე

,,იოსებ მშვენიერის ბიბლიური მოთხრობა ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პასაჟია ძველ აღთქმაში (შესაქმე, 37-50). ეს გამოწვეულია იმით, რომ გმირის ცხოვრებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისი ერის ისტორიაში. შესაქმის წიგნის ეს ნაწილი, რომელიც წარმოგვიდგება დამოუკიდებელ მოთხრობად თუ ქრონიკად, განსაკუთრებული მიმზიდველობის, დრამატული სიმწვავისა თუ სხვა მხატვრულ–იდეური ღირსებების წყალობით გავრცელდა აღმოსავლეთსა თუ დასავლეთის ქვეყნების მწერლობასა და ფოლკლორში. სიუჟეტის მარადიულობა განსაზღვრა მისმა აღნაგობამ, რაც ბუნებრივად აერთიანებს კარგად ცნობილ მოტივებს: უმცროსი ძმისა და მოღალატე ცოლის (აგრეთვე, გვალვის, სიზმრისა და ვერცხლის თასის). ამ მოტივთა შესწავლა ავლენს მხატვრული აზროვნების განვითარების თავისებურებებს და აფართოებს ჩვენს წარმოდგენას ფოლკლორის ისტორიაზე".