„„თეთრი დათვი...“ რეალისტური ლიტერატურის რომანია, მართალი, პირუთვნელი, დაუთმობელი რეალიზმისა. როგორც არ უნდა დაქუცმაცდეს დასავლეთის ლიტერატურა, რა მომხიბლავობასაც არ უნდა შეიცავდეს, ქართული ლიტერატურა მაინც ვერ განუდგება რეალიზმსა ჯერ კიდევ დიდხანსა, ანთუ არც არასოდესა. ჩვენთან კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი და უმძიმესი ტვირთი ისევ მხატვრულ ლიტერატურას აწევს ზურგზედა. ქართული ლიტერატურა ვერ მიეცემა თვითგანცხრომასა და არც ის არის დიდად საამაყო, სხვაგან უკვე უარყოფილი გზები რო ტკეპნოს. ამაო გზები" – ოთარ ჩხეიძე.