ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელწოდებანი

გამოცემის წელი2003
გამომცემლობაუნივერსალი

,,სამურზაყანო ენობრივი თვალსაზრისით ფრიად საინტერესო რეგიონია. აქ ორი ხალხის – აფხაზთა და ქართველთა (მეგრელთა) - სამასწლოვანმა თანაარსებობამ შექმნა ერთგვარი ენობრივ-დიალექტური და ეთნიკური გარდამავალი ზონა, რაც გამოიხატა ბუნებრივ ორენოვნებაში (ორივე ენის თითქმის თანაბარი ფლობითა და გამოყენებით), ორმხრივ ლექსიკურ ნასესხობებსა და ჰიბრიდულ ტოპონიმებში, ჩამოყალიბდა ურთიერთნდობა და პატივისცემა, ჭირსა თუ ლხინში თანადგომის ტრადიცია, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა შერეული ქორწინებანი და ყოველივე ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და განმტკიცდეს".