,,ნაშრომში გაანალიზებულია კონკრეტული მასალა – სამურზაყანოს ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმია და დასკვნაც კონკრეტულია: ენგურ-ღალიძგის შუამდინარეთის აფხაზურენოვანი გეოგრაფიული სახელწოდებანი წარმოქმნილია XVIII-XIX საუკუნეებში. უფრო ადრინდელი ტოპონიმები, რომლებიც შემონახულია ქართულ თუ არაქართულ წერილობით წყაროებში, კარტოგრაფიულ მასალებსა თუ უცხოელთა ჩანაწერებში, დამაჯერებლად და არგუმენტირებულად განიმარტება ქართველურ ენათა მონაცემებით. ეს დასკვნა საფუძველს აცლის სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ აფხაზები წარმოადგენდნენ სამურზაყანოს აბორიგენებს".