,,წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს აკად. კორნელი სამსონის ძე კეკელიძის სამეცნიერო მოღვაწეობის დოკუმენტურ მიმოხილვას. მასში ნათლად ჩანს საბჭოთა საზოგადოებრიობის ცხოველი ინტერესი კორნ. კეკელიძის დიდი სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეობისადმი, აგრეთვე ის მწუხარება, რომელიც გამოიწვია ამ დიდი ქართველი მეცნიერის გარდაცვალებამ. ნაშრომს დართული აქვს კორნ. კეკელიძის ნაწერების ბიბლიოგრაფია".