წინამდებარე კრებულში მოთავსებულია ტექსტოლოგიური ხასიათის გამოკვლევები, სადაც განხილულია ქართველ კლასიკოსთა - ვაჟა-ფშაველას, დ. კლდიაშვილის, ე. ნინოშვილის, ა. ყაზბეგის და სხვ. ამა თუ იმ თხზულების შემოქმედებითი ისტორია. სტატიებში გაშუქებულია ტექსტოლოგიის როლი მხატვრული შემოქმედების კომპლექსურ შესწავლაში და სხვ.