ნაშრომში წარმოდგენილია 200 ოსმალური დოკუმენტის დედანი, მისი არაბული ტრანსკრიფცია ქართული თარგმანით. დოკუმენტები ინახება სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივში, იგი დაბეჭდილია 285 ტომში რომელიც ამავე არქივის სამკითხველო დარბაზშია წარმოდგენილი. წყარო ძალიან საინტერესოა საქართველოს ცალკეული სამეფო-სამთავროების ისტორიის არაერთი საკითხის გასათვალისწინებლად; მასში ფართოდაა ნაჩვენები საინტერესო ცნობები აჭარაში, კახეთში, ქართლში, გურიაში, სამეგრელოსა და ტაო-კლარჯეთის ისტორიის შესახებ. ამ დოკუმენტებს უმნიშვნელოვანეს – მუჰიმე დავთრებს უწოდებენ.