წინამდებარე ნაშრომში თავისი დროის ღრმად განსწავლული ბერძენი თეოლოგის, თეოფილაქტე ბულგარელის, „იოანეს სახარების განმარტება“ და მისი ძველი ქართული თარგმანი განხილულია საქართველოს კულტურულ-რელიგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო ეპოქის, XI-XII საუკუნეების ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის ერთიან კონტექსტში. მკვლევრის თვალსაწიერი სწვდება პრობლემათა ფართო წრეს და, მისეული ხედვით განსჯილი, საყურადღებო მეცნიერული სიახლეების შემცველია, რითაც პროფესიულთან ერთად, ფართო საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.