წინამდებარე სახელმძღვანელოში (ტომი II) წარმოდგენილია დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ისტორიის ის ხანა, რომელსაც ჩვეულებრივ გარდამავალ პერიოდად ანუ ადრეულ ახალ დროდ (XV-XVII ს.ს) მოიხსენიებენ. ეს ის დროა, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ხდებოდა ძირეული ცვლილებები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, ისახებოდა კაპიტალისტური ურთიერთობის ელემენტები. წიგნში გადმოცემულია ის ძირეული გარდაქმნები, რაც ევროპის წამყვანი ქვეყნების სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში ხდებოდა.