ნაშრომში შესწავლილია ქართულ-სპარსული რომანტიკული, დიდაქტიკური და სხვა ხასიათის თხზულებათა ურთიერთობა. დიდი ადგილი აქვს დათმობილი ლირიკის, პოეტიკისა და ლექსიკის საკითხების მიმოხილვას. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სკოლების ფილოლოგიური ფაკულტეტების სტუდენტთა, აგრეთვე სპარსულ-ქართული ლიტერატურის ურთიერთობის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთათვის.