ნაშრომში დოკუმენტური წყაროების, უნიკალური საარქივო მასალების, რომელთა უმეტესი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო ბრუნვაში, ქართული და უცხოური ნარატიული სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით კომპლექსურადაა შესწავლილი მეოცე საუკუნეში მოღვაწე პირველი ქართველი ევროპოლიტიკოსების მიხეილ მუსხელიშვილის და ალექსანდრე ნიკურაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ემიგრაციაში. ნაჩვენებია მათი ღვაწლი და დამსახურება ევროინტეგრაციის და ევროპოლოგიის იდეის განვითარება – ჩამოყალიბებაში. შეფასებულია მათი ადგილი და როლი ევროპაში. ცალკე ადგილი ეთმობა ქართულ-ევროპული ურთიერთობების ფენომენის განხილვას.