ცნობილი ქართველი მწერალი გიორგი შატბერაშვილი გასული საუკუნის 30-იან წლებში იყო რეპრესირებული. მისი დაკითხვის ოქმები, ე. წ. „ძიების“ მასალები, თბილისის 1991 წლის მოვლენების დროს, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად განადგურდა. თუ რა შეთითხნილი ბრალდებით გაასამართლეს მწერალი, ამის შესახებ მკითხველი ამ დოკუმენტური ნარკვევიდან შეიტყობს, რომელიც ჯერ კიდევ 1998 წელს გამოქვეყნდა ლიტერატურულ ალმანახ ,,კლდეკარში“ (#3-4). ნარკვევში გამოყენებულ საარქივო მასალას ავტორი სუკ-ის შენობის დაწვამდე გაეცნო. ამდენად, მას პირველი წყაროს ფუნქცია ენიჭება.