წიგნში მოცემული ექვსი ურთიერთდაკავშირებული თავი შეიძლება მივაკუთვნოთ მაკროეკონომიკის შესავალს. ტექსტის მასალა გადმოცემულია საშუალო დონის სირთულით, თეორიული სქემების დასაბუთება ეფუძნება მოდელირების მეთოდს. მიუხედავად ამისა, მისი აღქმისთვის საქირო არ არის სპეციალური ცოდნა, რომელიც ეკონომიკურ სპეციალობებზე მათემატიკის სწავლების ჩვეულებრივი კურსის პროგრამას სცილდება. თეორიულ ნაწილთან ერთად ფართოდ არის წარმოდგენილი ამოცანები და სავარჯიშოები.