ნაშრომში შესწავლილია ადრეკლასობრივი ხანის ქართლის (იბერიის) სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების მთელი რიგი საყურადღებო საკითხები, კერძოდ, განხილულია პირველი ქართული ქალაქების წარმოქმნის პირობები და დრო, შესწავლილია ქალაქთა განვითარების ეტაპები, მათი მეურნეობა, სოციალური წყობა, აღნაგობა. ნაჩვენებია ქალაქების ადგილი ანტიკური ხანის ქართლის (იბერიის) სამეფოს ცხოვრებაში.